
ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პოლონეთის პოზიცია, რომ თავიანთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართულენოვანი განყოფილება დაამატონ, საკუთარი ხალხის წინაშე ახსნას ვერ ჰპოვებს.
„სამწუხაროდ, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია“, – განაცხადა წილოსანმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (TVP) ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური VT Sakartvelo დააარსა. ტელევიზიაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი იმუშავებს.