კასპის მერი სოფელ სასირეთში, გორაკას უბანში გზის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან  დ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ სასირეთში, გორაკას უბანში გზის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს შიდა საუბნო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობასა და ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Back to top button