
„დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი – მათ შორის Eurostat – მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?!“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილის განცხადებით, ევროპა, რომელიც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახისა და სოციალური წესრიგის სიმაგრე, ყოველდღიურად უფრო შორდება აღნიშნულ საფუძვლებს. შესაბამისად, საქართველო არ უნდა გახდეს „ბრმად მიმბაძველი“ ქვეყანა, მან უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, ურთიერთობა ევროპასთან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა „საკუთარი თავის ფასად“.
„დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი – მათ შორის Eurostat – მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! ევროპა, რომელიც ოდესღაც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის და სოციალური წესრიგის სიმაგრე, დღეს სულ უფრო შორდება ამ საფუძვლებს. ლიბერალური ექსპერიმენტები, კულტურული რელატივიზმი და ღირებულებითი ქაოსი ქმნის გარემოს, სადაც ადამიანი ნაკლებად დაცულია… თავის მხრივ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ოჯახი ჯერ კიდევ ფასეულობათა ცენტრშია, ტრადიციები არ არის სირცხვილი, არამედ ღირსება, საზოგადოება ინარჩუნებს მორალურ საზღვრებს… ჩვენ არ უნდა გავხდეთ ბრმად მიმბაძველები. განვითარება არ ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვას. პირიქით, ძლიერი ქვეყანა სწორედ იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს და არ იღებს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ „ევროპულია“. მე არ ვამბობ რომ ევროპას ზურგი უნდა ვაქციოთ, ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკუთარი თავის ფასად! საქართველოს გზა უნდა იყოს: ძლიერი სახელმწიფო, დაცული საზოგადოება და ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება“, – წერს ლადო სადღობელაშვილი.