გია აბაშიძე: დღეს, არაპოლიტიზირებული პოლიციის დამუნათება მიუღებელია. განსაკუთრებით იმ სეგმენტისგან, რომელიც სააკაშვილი მერაბიშვილის უკანონობისას ჩუმად იყო

,,ჩემთვის პოლიციელი გმირია. ოფიცრები 24/7 იცავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა მეტროს სადგურშია, მოძრავ ეკიპაჟშია, საოკუპაციო ხაზთანაა თუ სხვაგან” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე წერს, პოლიციელების დამუნათება მიუღებელია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან ვინც სააკაშვილი მერაბიშვილოს დროს ჩუმად იყო.

,,ჩემთვის პოლიციელი გმირია. ოფიცრები 24/7 იცავენ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა მეტროს სადგურშია, მოძრავ ეკიპაჟშია, საოკუპაციო ხაზთანაა თუ სხვაგან. დღეს, არაპოლიტიზირებული პოლიციის დამუნათება კატეგორიულად მიუღებელია!

განსაკუთრებით იმ ჩლუნგი სეგმენტისგან, რომელიც სააკაშვილი-მერაბიშვილის უკანონობისას, სამარცხვინოდ ჩუმად იყო! ცალკეული უღირსნი არიან როგორც პოლიციაში, ასევე სამღვდელოებაში. და რა, უღირსი სასულიერო პირის გამო ქრისტეს უარი ვუთხრა?! ვერასოდეს! მადლობა და პატივისცემა პოლიციელებს და ნებისმიერი დარგის არაანგაჟირებულ სპეციალისტებს!” – წერს ანალიტიკოსი facebook -ზე.

Back to top button