ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებს ტრენინგები უტარდებათ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა სწავლების კურსი ჩაუტარეს.

ვეტერინარებმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟების წევრებს ცხოველების ზოონოზური (დაავადებები, რომლითაც ავადდება ცხოველი და ადამიანი) დაავადებების, სადეზინფექციო სამუშაოებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა გარემოში ცხოველების აყვანისა და დაბრუნების საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკაზე.

ანალოგიური სწავლების კურსი პროგრამაში ჩართულ სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.

Back to top button