თურქმენეთში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო

თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის  ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თანათავმჯდომარის რანგში,  საქართველო – თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.

Back to top button