
„საქართველოსა და თურქმენეთს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მჭიდრო და მზარდი თანამშრომლობა აკავშირებს. თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები და ცალკეულ პროექტებში ერთობლივი ჩართულობის გეგმები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო და წელსაც პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა – შარშან სარკინიგზო ტრანსპორტმა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 20%-ით მეტი ტვირთი გადაზიდა და ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და მატებამ 3%-ი შეადგინა.
“ჩვენ თურქმენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთაც ვახორციელებთ სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, მათი სერვისების გაციფრულების და საერთაშორისო და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.