ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე სადაც მოქალაქეები აკრძალული მეთოდით – ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით ახდენდნენ თევზჭერას.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში მოქალაქე კი თევზჭერას აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა.

ელექტროშოკური აპარატის მეშვეობით ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედაც. მას ასევე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე.

სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Back to top button