ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე არის პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული, ხოლო მისი ოჯახის წევრები არიან ნაცმოს შემომწირველები – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თენგიის თევზაძის ოჯახის წევრებს, დას და მამას 2020 წელს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ გადარიცხული ამ პარტიის ყულაბაში.
„ამასობაში პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან მიმდინარეობს გასაუბრება და ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია. თენგიზ თევზაძის პოლიტიკური გემოვნების შესახებ მანამდეც არაერთხელ მსმენია, მაგრამ ფაქტები მაინც გადავამოწმე. მოკლედ, ეს კაცი არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული, ხოლო მისი ოჯახის წევრები არიან ნაცმოს შემომწირველები. კერძოდ, მისი ოჯახის წევრებს, დას და მამას 2020 წელს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვთ გადარიცხული ამ პარტიის ყულაბაში (იხილეთ ფაქტები). ახლა ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას – ამ კაცს როგორ შეილება ცესკო ჩააბაროთ, როდესაც პარტიული აქტივისტია და მთელ თავის რესურსს, მათ შორის ფულად რესურსებს ნაციონალური მოძრაობისთვის ხარჯავს? როგორ შეილება ამ პიროვნებამ ჩაატაროს ობიექტური არჩევნები? ცხადია, ეს გამორიცხულია. უბრალოდ ვურჩევდი, თავი დაანებოს სხვადასხვა შირმის მორგებას და პირდაპირ და ღიად ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანდეს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.