ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

“ქართულმა ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი! პირველი და მთავარი, – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ”-ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ რეზოლუციას.

როგორც ექსპერტი წერს, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს და ტექსტს არავინ ეყოლება შემდავებელი იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი.

მისი თქმით “ქართული ოცნება” გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, არ დაფიქსირდა მათთან ერთად ხელმომწერად, რითაც თავი დაიზღვია პროვოკაციული რიტორიკისგან როგორც ახლა, ისე მომავალში.

“ქართულმა ოცნებამ აჩვენა უმაღლესი კლასი! პირველი და მთავარი, – საგარეო საკითხებთან მიმართებით სწორი პოზიციონირებისათვის, შექმნა რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც გამოხატა ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის სუვერენული უფლებების მიმართ, ამავდროულად ტექსტს მსოფლიოში ვერავინ ეყოლება შემდავებელი (თქვენ წარმოიდგინეთ რუსებიც კი), იმდენად უდავო, სწორი და საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობები და მარტივი ჭეშმარიტებებია მოტანილი!

ამასთანავე, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს!

ქვეყნის შიგნით, ერთი ის რომ, გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის პოზიციას, არ დაფიქსირდა მათთან ერთად ხელმომწერად, რითაც თავი დაიზღვია პროვოკაციული რიტორიკისგან როგორც ახლა, ისე (განსაკუთრებით) მომავალში. და მეორე, – იმავდროულად ოპოზიციასაც დააფიქსირებინა, რომ რეზოლუციის პრინციპებს ეთანხმებიან. მართლა ბრავო!”-წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Back to top button