ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში NDI მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება და წერს, რომ მათ მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ თურმე საქართველო მეზობლებისთვის აღარ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი.
როგორც ანჯაფარიძე წერს მართალია, წლებს არ ასახელებენ, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე თუ რა პერიოდთან აკეთებენ შედარებას.
,,რაღაცით მაინც ხომ უნდა გადაფარულიყო “ნაცმოძრაობის” ის კატასტროფული მაჩვენებელი, სააკაშვილის ჩამოსვლამაც რომ ვერ უშველა და მხარდაჭერა ერთნიშნა (9%) მაჩვენებელზე დაუვიდათ.
ჰოდა, მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ თურმე საქართველო მეზობლებისთვის აღარ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი. მართალია, წლებს არ ასახელებენ, მაგრამ გულუბრყვილო უნდა იყო რომ ვერ მიხვდე თუ რა პერიოდთან აკეთებენ შედარებას.
ჯერ ერთი, “უმრავლესობა” როგორც გამოკითხვა (იხ. ქვემოთ) აჩვენებს, ასე არ ფიქრობს. ხდება უბრალოდ ციფრით მანიპულაცია, ვიღაცა ყლაპავს ვიღაც არა.
სამაგიეროდ, ცნობილ შემადგენლობას ხელში ეძლევა კარტი, რომ ისევ დაიწყონ “მიშას დროზე” ნოსტალგია” – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.