„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მონაცემთა მოცულობა ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებისთვის კი მათი სწორად მართვა, ანალიზი და ეფექტიანად გამოყენება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „თეგეტა ჰოლდინგმა“, რომელმაც Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის სრულიად ახალი სტანდარტი დანერგა.

„თეგეტასა“ და Datamind-ს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობაა, რომელიც კომპანიის ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გარდაქმნას ისახავს მიზნად. ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მონაცემთა მართვის ცენტრალიზაცია იყო. სხვადასხვა სისტემაში გაფანტული ინფორმაციის გაერთიანება და მისი ერთიან პლატფორმაზე გადატანა კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა მართვის ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რისთვისაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვარჩევდით შესაბამის პარტნიორს როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე საერთაშორისო დონეზე. Datamind-მა შემოგვთავაზა გადაწყვეტა, რომელიც სრულად პასუხობდა „თეგეტას“ მოთხოვნებს და საჭიროებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმის დანერგვამ არ მოითხოვა რადიკალური ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური გამოყენებით შევძელით ახალი სისტემის ინტეგრაცია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებს, ისე ხარჯებს.

მონაცემების ერთიან ხედვასთან ერთად, უნისტრიმის პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის ბოტებმა შესაძლებლობა მოგვცა, ეს მონაცემები სასაუბრო ფორმატშიც გადაგვეყვანა. დეპარტამენტების მიხედვით ბიზნესოუნერებს შესაძლებლობა აქვთ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მონაცემები გააცოცხლონ, აწარმოონ ანალიტიკა სწრაფად და ეფექტურად, რამაც მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაც საკმაოდ ააჩქარა“.

Back to top button