
„აი, ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს“, – ამ სიტყვებით ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჟურნალისტების – ინგა გრიგოლიასა და ეკატერინე მიშველაძის მიერ, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის ირმა ინაშვილისთვის სოციალურ ქსელში დაბადების დღის მილოცვის ფაქტს.
ორჯონიკიძე აღნიშნავს, რომ მედიის მსგავსი სიტუაციაა ოპო-პოლიტიკოსების ნაწილშიც.
„აი ასეთი იდეური, პრინციპული და არაორტ**კა ოპო ჟურნალისტიკა გვაქვს. კიდევ გიკვირთ ბიძინამ როგორ გაძლო 14 წელი?) ე. წ. ოპო-პოლიტიკოსების დიდ ნაწილშიც იგივე ხდება და ჩვენ გვაგიჟებენ ეს „ჩემისები“ თუ რა ხთეფა?“, – წერს მაია ორჯონიკიძე.