
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში ბულგარეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და წერს, რომ ბულგარეთის უაზრო დაბრკოლებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს.
როთის თქმით, ეს ყველაფერი ასუსტებს ევროკავშირს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორების ინტერესებს ემსახურება.
„ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს. ეს ასუსტებს ევროკავშირს, დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციას ახდენს და მხოლოდ რუსეთის, ჩინეთის და სხვა ავტორიტარული აქტორებისთვის მოაქვს სარგებელი. ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს”, – წერს როთი.