კასპის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის განათლებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის მიმართ დღეს გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც უკვე ხელმოცარული პოლიტიკოსია ცდილობს  გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს.

კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა რომელიც აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს ცილი დასწამა, თითქოს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლება და მისი დიპლომი არის ყალბი, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბეგლარიშვილი სწავლობდა 1992-1997 წლებში არ ფლობდა  ლიცენზიას და მეტიც ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა.

ამ  ცრუ  ინფორმაციის ტირაჟირება კი პარტიულმა ტელეკომპანია “პირველმა“ უზრუნველყო.

1992-1997 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულება „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“, (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) არსებობდა და მეტიც მას სახელმწიფოსგან ლიცენზიაც ჰქონდა მინიჭებული, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად განათლების და მეცნიერების სამინისტროში არის შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტიული მედიასაშუალების და მოქალაქე მანუჩარ მერებაშვილის  მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული ცილისწამება, და მოქალაქეების  შეცდომაში შეყვანა, რადგან თუ ბატონ მერებაშვილს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის განათლებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა , წლების წინ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან ის საკრებულოში ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო და ამ ინფორმაციის გადამოწმება მისი ვალდებულება იყო” – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button