
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.