„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: რა შეიცვალა 1998 წლიდან 2018 წლამდე და საფრანგეთში ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნა რატომ იღებს სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს? პასუხი ევროპაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ მმართველობის ფორმაში უნდა ვეძიოთ

ეტაპობრივად მომძლავრდა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები და დღეს ევროპული ქვეყნების უდიდესი ნაწილი „დიფ სთეითის“ კარნახით იმართება! ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემები ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვა ერებისთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში არაფორმალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა, – წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

განცხადება „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომელშიც წერია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა 1998 წელს გადაღებული კადრები, თუ როგორ აღნიშნავდნენ იმ თაობის ფრანგი გულშემატკივრები იმავე წელს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას.

კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა, მათ დაქვემდებარებაშია მედიასაშუალებები და მათმა ინტერესებმა შეაღწია საგანმანათლებლო სისტემაში, რამაც ახალგაზრდებისთვის ფსევდოლიბერალური იდეების თავს მოხვევა და მათი გაუკუღმართებული ღირებულებებით აღზრდა განაპირობა.

„საინტერესოა, რომ აღნიშნული მოვლენების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა 1998 წელს გადაღებული კადრები, თუ როგორ აღნიშნავდნენ იმ თაობის ფრანგი გულშემატკივრები იმავე წელს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. კარგად ჩანს, რომ ათასობით ადამიანი ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის გარეშე ზეიმობდა და ერთმანეთს სიხარულს უზიარებდა, ზუსტად ისე, როგორც დიდ საფეხბურთო და ეროვნულ გამარჯვებებს უხდება. ბუნებრივია, აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა: რა შეიცვალა 1998 წლიდან 2018 წლამდე და საფრანგეთში ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნა რატომ იღებს სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს? პასუხი ევროპაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ მმართველობის ფორმაში უნდა ვეძიოთ. ორიათასიანი წლების მეორე ნახევრიდან ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული მმართველობის კრიზისი დაიწყო, ეტაპობრივად მომძლავრდა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები და დღეს ევროპული ქვეყნების უდიდესი ნაწილი „დიფ სთეითის“ კარნახით იმართება! ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემები ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვა ერებისთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნეოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში არაფორმალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა. ასევე, მათ დაქვემდებარებაშია მედიასაშუალებები, მათმა ინტერესებმა შეაღწია საგანმანათლებლო სისტემაში, რამაც ახალგაზრდებისთვის ფსევდოლიბერალური იდეების თავს მოხვევა და მათი გაუკუღმართებული ღირებულებებით აღზრდა განაპირობა. საბოლოოდ კი დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც პოლიტიკურმა სისტემამ შეინარჩუნა ფორმა, თუმცა დაკარგა შინაარსი. დღესდღეობით რიგითი ევროპელი მოქალაქე, რომელიც ისჯება კონსერვატიული პოზიციისთვის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო „ბულინგის“ მსხვერპლი ხდება; მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში კი გამუდმებით ფსევდოლიბერალური შეხედულებების ერთადერთ ჭეშმარიტებად გასაღების მცდელობებს აწყდება, არჩევნებზე მისულს, ერთი შეხედვით, განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებსა და კანდიდატებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, სინამდვილეში კი, როგორც წესი, პრაქტიკულად ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ მორჩილია და მათ დავალებებს ასრულებს. როგორც წესი, მსგავს სისტემაში, რომელიც დღეს რიგ ევროპულ სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, ისეთ იდეებზე, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის გამუდმებული ჭიდილი მიმდინარეობს, თუმცა ღირებულებით, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ, თუ კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმ პარტიებს შორის, რომლებიც მართვის მანდატს ინაწილებენ, სრული კონსენსუსი არსებობს. ასეთ პირობებში, ერთი მხრივ „დიფ სთეითის“ მორჩილი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, ხოლო, მეორე მხრივ, იმავე „დიფ სთეითის“ გავლენებს დაქვემდებარებული ევროკავშირის დიქტატი ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარი თავის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს“, – წერია განცხადებაში.

Back to top button