შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი, ახლა ცალსახად უფრო მეტია, მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია – ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „იუთუბ“ არხზე – „სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებსა და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ეკა ბესელიას, შალვა შავგულიძესა და რამდენიმე ადვოკატს.

კითხვაზე, რამდენად შეიცვალა სტატისტიკა, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენი ახლა უფრო მეტია.

„ახლა უფრო მეტია, ცალსახად უფრო მეტია გამამართლებელი განაჩენი. მაშინ გამამართლებელი განაჩენი რა იყო, იცი? – ფილმებში რომ გვაქვს, გლადიატორი რომ შეხვალ და ან გამოხვალ ცოცხალი… მე ორჯერ დაკავებას მიპირებდნენ იმ საქმეზე რომელიც გამამართლებელი განაჩენია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა“, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

Back to top button