
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მაისის თვეში, სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 5 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 – სამცხე-ჯავახეთის, 4 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 18 – ქვემო ქართლის, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 7 – გურიის, 4 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 1 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან, 8 შიდა ქართლის, 2 კახეთის და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი.