
შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალმომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.
სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფლების – საქობოსა და ნაენდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად იწმინდება ნინიგორის შემკრები არხის 2.5-კილომეტრიანი მონაკვეთი.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე თავიდან იქნება აცილებული დაჭაობებისა და დატბორვის საფრთხე, რაც ადგილობრივ ფერმერებს მიწის რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.