ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო.

ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000 -მდე

წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეირჩა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენ გვაქვს ტყის აღდგენა-გაშენების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს. ხოლო, 2036 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

Back to top button