
ქალაქ კასპში, გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე შარიფაშვილის ქუჩის მიერთებებზე ასფალტ/ბეტონის საფარის პირველი ფენის დაიგების სამუშაო დასრულდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შესრულებულ სამუშაოს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ბეტონის ბორდიურების (ღარები) მოწყობა და საკომუნიკაციო ჭების შეკეთება ასევე ქუჩის მიერთებების მოასფალტება.
ორფენიანი ასფალტ/ბეტონის საფარი უზრუნველყოფს ადგილობრივების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.