
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში არსებობს 90 კაციანი სია, რომლებსაც ეროვნულ გმირებს უწოდებენ, მაგრამ აქედან 26-მა მათგანმა საპროცესოს მოაწერა ხელი, მისივე თქმით, თავად უწყობენ ხელს გმირობის გაუფასურებას.
„გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც ზის აი გმირები არიან, ვიღაცა 7 დღე დაჯდა – გმირია. 90 კაცის სიაა ახლა სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული გმირები და იქიდან აღმოჩნდა ერთი 26 დავთვალე, რომელმაც საპროცესოს მოაწერა ხელი და გამოვიდა, ჩვენც ვუწყობთ ხელს გმირობის გაუფასურებას, სხვა რამეა გმირობა,“ – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.