ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხარისხის აუმჯობესებს და ქვეყნის ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციის რისკს ამცირებს.

„მოგეხსენებათ, ყველა შემოსულ ტურს ყავდა თავისი გიდები, გამყოლები, რომლებიც თავის ისტორიებს ყვებოდნენ.  თუმცა ახლა ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ჯგუფებმა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია, რათა არ მოხდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯება, რაც  მნიშვნელობის საკითხია”.

ქეთი მელაძის განმარტებით, გამონაკლისს სამთო გამყოლების მიმართულება წარმოადგენს, ხოლო კულტურული გიდების მიმართულები საქართველოში კვალიფიციური კადრების საკმარისი რესურსი არსებობს. მეტიც, ამჟამად ჩინურენოვანი გიდები გადიან გადამზადებას, და ამასთანავე,  საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, სათანადო სერტიფიცირების შემდეგ, გიდებად დასაქმდნენ, რაც ტურისტული ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია,

“სამთო გამყოლებს კვოტა აქვთ 200, რაც განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ცოტაა სათანადოდ გადამზადებული პროფესიონალი სამთო გამყოლი. ხოლო რაც შეეხება კულტურულ გიდებს, აქ კვოტა ნულოვანია, რადგან არ გვჭირდება, არც ერთი ენის მცოდნე უცხოელი გიდის დამატება. ამ მიმართულებას აბსოლუტურად ვართმევთ თავს” – აღნიშნავს ქეთი მელაძე.

Back to top button