ლოგიკური და საჭირო ცვლილებაა და ქვეყნის ინტერესებს იცავს – გიდი ზაზა შიოშვილი “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს აფასებს

საქართველოში გიდების სერტიფიცირებისა და ტურისტული ბაზრის რეგულირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სფეროს სპეციალისტები და პროფესიონალი გიდები დადებითად აფასებენ.

“შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესული ცვლილებებით, კულტურული მიმართულებით უცხოელ გიდებზე კვოტირება ნულოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს მომსახურება ადგილობრივმა გიდებმა უნდა გაუწიონ.

გიდი ზაზა შიოშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება აბსოლუტურად ლოგიკური და საჭიროა და ქვეყნის ინტერესებს იცავს.

„კანონში შესული ცვლილებები ძალიან დროული და საჭირო იყო. აქ ლაპარაკი არ არის მარტო სამუშაო ადგილების წართმევაზე. ელემენტარულად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს გიდები რა ინფორმაციას უყვებიან სტუმრებს, პირველ რიგში, ეგ არის მნიშვნელოვანი. როგორ წარადგენენ ჩვენს ქვეყანას.   არა მგონია, რომ ქართველ გიდზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება. შესაბამისად, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტირების საჭიროება ნამდვილად იდგა“  – აცხადებს ზაზა შიოშვილი.

Back to top button