მიხეილ ყაველაშვილი: გადახედეთ უახლეს ისტორიას და მიხვდებით, რომ IRI ყოველთვის არასწორ კვლევებს დებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა. ყაველაშვილის თქმით, IRI-ის კვლევა მიკერძოებულია და ამის დასადასტურებლად გასული წლის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი.

„კვლევა, რომელიც IRI-მ გამოაქვეყნა, არის სრულიად აცდენილი რეალობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზაცია, რომელიც IRI-სთვის საქართველოში ატარებს გამოკითხვებს, პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან. გადახედეთ უახლეს ისტორიას, გადახედეთ წინა არჩევნების დროს მათ მიერ დადებულ კვლევებს და რეალურ შედეგებს. მარტივად მიხვდებით, რომ ეს არის მანიპულაცია, ყალბი კვლევა, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები. აქ ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამჯერად „ქართული ოცნებისთვის“ წართმეული პროცენტები გახარიას გადაუნაწილეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button