დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით, ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა, ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე, ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა

„მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა“, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირასთან“ იუთუბერების იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას განაცხადა, როდესაც მონაწილეები ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.

მისი თქმით, იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას და მიუღებელია მსგავს მგრძნობიარე თემაზე ხუმრობა.

„ადამიანებს გვერდში დგომა, თანაგრძნობა უნდათ. ადამიანმა ყველაფერი უნდა მოიკლოს, მშობლების და ოჯახების ტრაგედია რომელიც ყველაზე მძიმეა ცხოვრებაში… მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა… ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე. ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა… მტკივნეულია. სიკვდილი ტრიალებს ოჯახებში.

ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, მთელი მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, სპორსტმენები იქნებიან, მუსიკოსები თუ მეცნიერები, ყველანი მიდიან და ეფერებიან ამ ბავშვებს. როგორ შეიძლება? მსგავს თემაზე ხუმრობა, რასაკვირველია, მიუღებელია. ტკივილის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რა სახუმარო თემა ეს არის? იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას“, -განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.

Back to top button