სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026“-ში მონაწილეობა მიიღო

ბათუმში „თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026“ გაიმართა, რომელშიც მეთევზეები, რესტორატორები და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თევზისა და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, მონაწილეობა მიეღოთ მასტერკლასებსა და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც ფესტივალზე საინფორმაციო სტენდით იყო წარმოდგენილი.

სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ლაბორატორიის საქმიანობისა და იმ კვლევითი მიმართულებების შესახებ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც აკვაკულტურის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია თევზის დაავადებების პრევენციის მიზნით კვლევების მნიშვნელობის შესახებ და ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომლებსაც ლაბორატორია აკვაკულტურის სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს.

ფესტივალი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი მეთევზეობისა და აკვაკულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, თევზისა და ზღვის პროდუქტების მოხმარების კულტურის განვითარება, ასევე დარგში არსებული თანამედროვე მიღწევებისა და ინოვაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

Back to top button