მიმდინარე წლის ორ აპრილს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს ინფორმაციას პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვადების შესახებ, როგორც პარლამენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები:
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით ცესკოს 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოს.
პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება, ცესკოს ასევე 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით უნდა წარუდგინოს. განცხადების მიღებისთანავე, აღნიშნულ პარტიას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში, რის შემდეგაც პარტია ვალდებულია, 11 თებერვლის ჩათვლით ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია.
პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რის შემდეგაც 10 დღის ვადაშიარჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, 1405 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოადგინოს.
საკრებულოს შუალედური არჩევნები:
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, პარტიამ, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელისაქართველოსპარლამენტში და, პარტიამ, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის, მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით უნდა მიმართოსცესკოს განცხადებით.
პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ასევე 14 თებერვლის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადების მიღებისთანავე, ასეთ პარტიას ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს, რის შემდეგაც პარტია ვალდებულია 21 თებერვლის ჩათვლით წარუდგინოს ცესკოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.
საინიციატივო ჯგუფმა კი საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით, განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2022 წლის 14 თებერვლის ჩათვლით; საინიციატივო ჯგუფს ევალება 202 (მინიმალური ოდენობა) მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენა.