
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 57 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 39 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 8 – სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, 15 – სამცხე-ჯავახეთში, 3 – რაჭა -ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 10 – ქვემო ქართლის რეგიონში, 12 – მცხეთა-მთიანეთში, 5 – გურიაში, 8- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8 – კახეთში, ხოლო 3 – შიდა ქართლის რეგიონში.
აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევებიდან 5 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებებში.
ასევე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 14 ფაქტია გამოვლენილი: იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. ასევე გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, პირველი ექვსი თვის ანმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 391 ფაქტი.