
სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ, ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზე.
პრემიერის თქმით, ჯო უილსონის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. მან ტრაგიკულ მოვლენად შეაფასა ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამერიკელი კონგრესმენის დონემდე დავიდა.
“ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.