
გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა: „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან“.
გამსახურდიას შეფასებით, მათთვის პირველი და უმთავრესი ქვეყნის გაყიდვა და ფულის შოვნა იყო.
„ზუსტად იგივეს იძახდა ამისი ბელადიც, „ვივამედში“. მე აქ კი არ უნდა ვიჯდეო, იქ უნდა ვიყოთ ახლა ჩვენ და ფულს უნდა ვშოულობდეთო. მანამდე, სანამ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ, ბარამიძეს ეუბნებოდა სვიდანიაზე, გამოიყვანეთ აქედან, ახლა იქ უნდა ვიყოთ და მაყუთს ვაკეთებდეთო.
სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ამათ იმპერიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, ფულის შოვნა, ქვეყნის გაყიდვა და ათასი მამაძაღლობა იყო ყოველთვის მათთვის, პირველი და უმთავრესი“, – წერს გამსახურდია.