კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, ის არის ფილანტროპი

ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს. ელჩის თქმით, ბევრი ქართველი პატივს სცემს ივანიშვილის კონტრიბუციას.

„ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში – იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა. ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას – მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და, შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

Back to top button