
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.
„საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ, ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.