
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლების – მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. მისი დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორ სოფელს შორის საგზაო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.