
დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვიმყოფებოდით როტერდამის ნავსადგურში, სადაც გავეცანით როგორც აღნიშნული პორტის ოპერირებას, ასევე მულტიმოდალურ ტერმინალს, სადაც ბევრი ტიპის ტვირთების გადმოტვირთვა და ჩატვირთვა ხდება. გავეცანით, თუ როგორ ოპერირებს აღნიშნული ტერმინალები, როგორია მათი ეფექტიანობა, რა სისტემებია დანერგილი. დღეის მდგომარეობით ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე. გენგეგმის მოდიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბაზრის და ქვეყნების სავაჭრო ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.