საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში, სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში არხის 2 100-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა, ასევე მოეწყო გადასასვლელი მილხიდი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა არხის გამტარუნარიანობა, რაც 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის – დუზაგრამის, წიწმატიანის, მუღანლოს, ქეშალოს, ლამბალოს, თულარისისა და კაზლარის მოსახლეობა ისარგებლებს.

სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებს.

Back to top button