
საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (CEE’s Best Digital Bank for SMEs).
Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით გამოირჩევიან.
“მოხარული ვართ, რომ Euromoney Awards for Excellence 2026-ზე საქართველოს ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ შეფასდა. რეგიონული დონის აღიარება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და მოტივაციაც, ამიტომაც, ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით სტიმულს, მომავალშიც განვაგრძოთ განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესევისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ციფრული საბანკო გამოცდილების შექმნაზე მუშაობა. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის“, — აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, თორნიკე კუპრაშვილი.
საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ციფრული საბანკო სერვისებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას.