
PLUS-ის დაბადების დღემ ისე, როგორც ყოველ წელიწადს, ანუ წარმატებით ჩაიარა. 120 ათასამდე ადამიანმა PLUS ქულებით 200 ათასი გადაიხადა. ჯამში, მომხმარებელმა, ფასდაკლების სახით, 32 მილიონი ლარის სარგებელი მიიღო.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჩართული PLUS-ის ლოიალურობის პროგრამაში, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ამის გაკეთება ძალიან მარტივია.
იმისთვის, რომ გახდე ლოიალურობის პროგრამის მონაწილე და დააგროვო PLUS ქულები, საჭიროა, PLUS ბარათი საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდის მთავარ ინსტრუმენტად აქციო. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს PLUS ბარათი, მისი აღება ძალიან მარტივად, მობილბანკიდან, სულ რამდენიმე წამში შეგიძლია.
საუკეთესო პროგრამა ხომ ისაა, რომელიც თავისით მუშაობს. ჰოდა, PLUS-ის შემთხვევაში არ გჭირდება:
- ცალკე დაგროვებითი ბარათის ტარება, რომელიც მუდამ სახლში გრჩება;
- გადახდისას აპლიკაციაში QR კოდის მოძებნა;
- რაღაცის აქტივაცია ან დამახსოვრება.
თუ საქართველოს ბანკის ბარათით ბანკის ტერმინალზე იხდი, ქულები ავტომატურად გროვდება. სიმარტივე და კომფორტი არის პირველი და მთავარი მიზეზი, რის გამოც PLUS ნამდვილად მუშაობს. თანაც, ქულები გროვდება იქ, სადაც ფულს ისედაც ხარჯავ (საწავი, აფთიაქი, სუპერმარკეტი და ა.შ.) PLUS-ის ძალა სწორედ მის ყოველდღიურობაშია. როცა სარგებელს იღებ იქ, სადაც ყოველდღე ისედაც იხდი, ეს უკვე დამატებითი ბენეფიტი კი არა, ჭკვიანური ფინანსური ჩვევაა.
ხშირად, ლოიალობის პროგრამები შეზღუდული რაოდენობის ან მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ობიექტზეა მიბმული. PLUS-ის შემთხვევაში კი პარტნიორთა ქსელი უზარმაზარია და ის 1000-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ეს კი იმას ნიშნავს რომ, თუ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადაიხდი, დააგროვებ PLUS ქულებს და შემდეგ შეძლებ, ეს ქულები ბანკის 1000- ზე მეტ პარტნიორთან დახარჯო.
ასევე, შეგიძლია, ქულები დააგროვო და დახარჯო როგორც დიდ სუპერმარკეტების ქსელში, ისე შენს საყვარელ პატარა კაფეში, წიგნის მაღაზიაში თუ ტანსაცმლის ბუტიკში. ამისთვის კი მხოლოდ ის არის საჭირო, გადახდისას აირჩიო საქართველოს ბანკის ტერმინალი და დააგროვო PLUS ქულები.
აქვე, გახსოვდეს, რომ, როცა ქულებს PLUS-ის პარტნიორ ობიექტში ხარჯავ, უბრალოდ ფასდაკლებას კი არ იღებ, არამედ მხარს უჭერ ადგილობრივ მეწარმეებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს. PLUS-ი ეხმარება ლოიალური მომხმარებლების მოზიდვასა და ცნობადობის გაზრდაში, რაც პირდაპირ აისახება მათ სამომავლო განვითარებაზე.
თუ PLUS-ი არ გაქვს ახლა დროა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
თუ გაინტერესებს სად დააგროვებ უფრო მეტ PLUS ქულას, გირჩევ, სანამ რამეს იყიდი, ჯერ შეთავაზებები შეამოწმე. ხშირად, ორ სხვადასხვა აფთიაქს, ბენზინგასამართ სადგურს ან კაფეს შორის არჩევანის გაკეთება სწორედ PLUS-ის შეთავაზებამ შეიძლება გაგიმარტივოს.
როგორ ადევნო თვალი შეთავაზებებს? ყველა აქტიური შეთავაზების ერთად სანახავად ყველაზე მარტივი გზა offers.bog.ge ან მობილბანკის შეთავაზებების ჰაბის შემოწმებაა.