
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“.
ანანიძის განცხადებით, „TV იმედის“, „TV იბერიისა“ და „TV-25“-ის დამრბეველი სააკაშვილი ბედავს და საუბრობს ტელევიზიების დახურვაზე მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს საქართველოში.
„დიქტატურა ტელევიზიების მოხურვას აპირებს“, — განაცხადა დღეს „TV იმედის“, „TV იბერიისა“ და „TV-25“-ის დამრბეველმა, ანტენების დამყადაღებელმა მიხეილ სააკაშვილმა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში 2012 წლიდან დღემდე 40-მდე არხი მაუწყებლობს“, – წერს ანანიძე.