ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2022 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დოკუმენტში გაწერილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა, 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს მოიცავს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო, საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს.

„კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულებას, ასოცირების შესახებ შეთანხებას. ჩვენ ველოდებით საქართველო – ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელთა შესრულებაშიც კომიტეტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატებმა, კენჭისყრის შედეგად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

Back to top button