შალვა პაპუაშვილი შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან.

მხარეებმა შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის 26 იანვარს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში განხორციელებული ვიზიტი და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

Back to top button