
გუშინ თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ!, – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სამხარაძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს, რომ ნამდვილ ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს, თავი დაანებონ, ადამიანს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა.
„გუშინ თბილისის საკრებულოს შენობის წინ რომ სუნიანები ეყარნენ, ხომ ყველამ ნახეთ, ერისკაცის, საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ რა სიტყვებსაც იძახდნენ? მერე ნურც მაგინებლებს გვიწოდებთ და ნურც მოძალადეებს! ქართველი ერი ადეკვატურ პასუხს გაგცემთ! ახლა კი თქვენ, წარაკუების და თქვენი მყრალი მეპატრონეების გასაგონად! ერისკაცს თავი დაანებეთ! კაცს, რომელიც დაუპირისპირდა ძალებს, რომლებმაც 140 და 50-მილიონიან მოსახლეობიან სახელმწიფოებს შორის ომის პროვოცირება მოახდინეს! ქართველ კაცს, რომელმაც ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ჩვენთვის მშვიდობა შეენარჩუნებინა! დიახ, სწორედ მას, ნამდვილ ქართველს, ბიძინა ივანიშვილს! და ოდნავადაც ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ასეთი კაცი ამ ბრძოლაში მარტოა! აქ საუბარი პარტიულ კუთვნილებაზე კი არა, ქვეყნის გადარჩენაზეა. გუშინ რაც თქვენ იყლოყინეთ, სათითაოდ გაგთხრით თქვენც და თქვენს მეპატრონეებსაც!! რასაც დათეს, იმასვე მოიმკიო!!!“, – წერს სამხარაძე.