საჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული „ცხელი ხაზი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button