
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან თავი ნელსონ მანდელას შეადარა, სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი განცხადებით, შემდეგი თვითშედარება, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ნაპოლეონთან უწევს.
“ჯერ დავით აღმაშენელებს ადარებდა თავს, ახლა ნელსონ მანდელას ედრება. ამ ტემპით, შემდეგი თვითშედარება ნაპოლეონთან უწევს კრიმინალ მსჯავრდებულს…” – წერს ანანიძე.