
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, ბანკი საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს, შეავსეთ განაცხადი და განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.
მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ს პროგრამაში და ისწავლეთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი უკვე ათ წელზე მეტია, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს და დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027–2028 სასწავლო წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 4 აგვისტოს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
მოიპოვეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია UWC-ის საერთაშორისო განათლების პროგრამაში და ისწავლეთ სასურველ სკოლაში
ხარისხიან საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია.
პარტნიორობის ფარგლებში ბანკი 15–17 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოქმედ 18 UWC სკოლაში გააგრძელონ. პროგრამა ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის, ერისა და საზოგადოების დაახლოებას განათლების გზით და ახალგაზრდებს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას სთავაზობს.
საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი.
საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.