ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას – აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ

„ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას“, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორედ, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დავალებების უპირობო შემსრულებლები არიან, რამდენადაც მათ უკრაინის ომზე უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

„მეტად საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 2022 წელს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენს დესტრუქციულ, ფსევდოლიბერალურ ოპოზიციაში მეტად გაუგებარი მიდგომა გამოიკვეთა. კერძოდ, თუ კი 2008 წლის ომი რუსეთთან და ოთხ დღეში ომის დამთავრება, რასაც მოჰყვა საქართველოს 20% ოკუპაცია, მათ რუსთაველზე გამარჯვების აღლუმით აღნიშნეს, რუსეთ-უკრაინის ომი მათთვის უმძიმეს ტრაგედიად იქცა. თავად უკრაინელები არ „განიცდიან“ ისე, როგორც ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ ომს, ვის სჯერა ამისი, ეს ხომ ფარსია. ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა „ნაცმოძრაობამ“ არანაირი მკაცრი პოლიტიკა არ გაატარა რუსეთის მიმართ, ის კი არა და ჩვენს საზღვრებს შეესიენ რუსი ტურისტების მოსაზიდად, ახალისებდნენ რუსულ ბიზნესს, რომ როგორმე შემოეყვანათ ქვეყანაში, გვახსოვს მერაბიშვილისგან, ფულს სუნი არ აქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა. ყველაფერი ეს ხომ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია. არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ. აღმოჩნდა რომ უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული და რომელსაც ბრმად ასრულებენ. ამის ახსნა კი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ რატომ, ძალიან ადვილია“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button