მარნეულში 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მეგობრობის არხზე ახალი წყალგამანაწილებელი კვანძი მოაწყო, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

შედეგად, 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება და 30-მდე ადგილობრივ აბონენტს სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი გაუუმჯობესდება.

მოწესრიგდა კვანძამდე მისასვლელი გზაც, რაც პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განახლებას და ფერმერთა მხარდაჭერას.

Back to top button