საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოგი მეშველიანი აირჩიეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოგი მეშველიანი აირჩია.

კანდიდატურა, საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის ბიუროს აცნობებს.

Back to top button