ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ჟორჟოლიანს ეთანხმებიან “ნაცმოძრაობის წევრები” და პროპაგანდისტები

ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ “ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს”.

ჟორჟოლიანს ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პროპაგანდისტები. მაგალითად, “ილიაუნის” ლექტორი, ბექა კობახიძე, დაკავებებს მმართველი პარტიის მიერ შექმნილ საინფორმაციო ველსა და დღის წესრიგს უკავშირებს და წერს, რომ “ქოცები”, “ირინა ენუქიძისა და ეკა კუპატაძის ფოტოებს გამოდებენ კონტრასტისთვის”.

იმნაძის დაკავების კადრებზე, რომელიც თავად არასრულწლოვანის ადვოკატმა გაასაჯაროვა, საზოგადოების რეაქციით უკმაყოფილოა არაერთი ოპოზიციონერი. ისინი აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არასრულწლოვნის დაპატიმრების გამო სიხარული. ოპოზიციონერი იურისტები ამ შემთხვევაში, იმ ფაქტის გამოც გამოთქვამენ მწუხარებას, რომ “საზოგადოება ადამიანს წინასწარ ნათლავს დამნაშავედ” და, ჟორჟოლიანის მსგავსად, მტკიცებულებებს ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Back to top button